კომაროვის სკოლაში კონფლიქტური რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის შესახებ სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა!

კომაროვის სკოლაში მერვე კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის თემატიკა კონფლიქტური რეგიონები - აფხაზეთი და ცხინვალი იყო. მოსწავლეები საკუთარი თემებით შეეცადნენ, ეპოვათ ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ნათესაობის, მსგავსების, საერთო ფესვების ნიმუშები ლიტერატურაში, ისტორიაში, ტრადიციებში, კულტურულ მემკვიდრეობაში. 


ასევე, მომხსენებლებმა მიმოიხილეს ისტორიული ფონი საერთო-კავკასიური კულტურული ასპექტები.  მოსწავლეები, ერთი მხრივ, გაეცნენ სამეცნიერო მუშაობის სპეციფიკას, მეორე მხრივ, გააცნობიერეს დიპლომატიის, წარსულის ცოდნის, კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემისა და საერთო მახასიათებლების გააზრების აუცილებლობა კონფლიქტის მოგვარების საქმეში.


კონფერენციის ორგანიზატორები: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - თინათინ თვალჭრელიძე და ისტორიის მასწავლებელი - ნინო მელიქიძე.



ზემოთ